First seen by Alion on Nov 19, 2026.
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი (AI Engineer)
სამუშაო ადგილი: თბილისი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
პოზიციის მიზანი:
კრედო ბანკი შიდა კანდიდატებს სთავაზობს ხელოვნური ინტელექტის ინჟინრის (AI Engineer) პოზიციას. როლის მიზანია ბანკის ბიზნესამოცანებისთვის AI გადაწყვეტილებების შექმნა, დანერგვა და განვითარება.
ძირითადი მოვალეობები
· ბიზნესგუნდებთან ერთად AI-ის გამოყენების შესაძლებლობების გამოვლენა და ამოცანების, მოსალოდნელი სარგებლისა და წარმატების საზომების განსაზღვრა;
· AI პროექტების განხორციელება პროტოტიპიდან დანერგვამდე: პილოტების ჩატარება, უკუკავშირის შეგროვება და გადაწყვეტილებების გაუმჯობესება;
· AI მოდელების იმპლემენტაცია;
· AI მოდელების შეფასება და ტესტირება;
· MCP-ების აწყობა;
· GCP პლატფორმის გამოყენება;
· ქართულენოვანი ტექსტური და ხმოვანი სერვისების განვითარება, მონაცემების მომზადება და მოდელების ადაპტაცია;
· დანერგილი AI სერვისების ხარისხის, სტაბილურობისა და ხარჯების მონიტორინგი, ხარვეზების გამოსწორება;
· IT-ისა და უსაფრთხოების გუნდებთან ერთად სისტემების ინტეგრაცია და მონაცემთა დაცვის მოთხოვნების შესრულება;
· ახალი მოდელებისა და ტექნოლოგიების კვლევა, პრაქტიკული გამოცდა და შედარება; ბანკისთვის ღირებული სიახლეების ინიციირება;
· ცოდნისა და კვლევის შედეგების გაზიარება გუნდში, ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება.
აუცილებელი მოთხოვნები
· Python-ით ან .NET-ით პროგრამირების მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
· AI ალგორითმების ზოგადი ცოდნა;
· სტატისტიკისა და ალბათობის თეორიის ცოდნა;
· კვლევის უნარი: ტექნიკური ლიტერატურის დამოუკიდებლად შესწავლა, ექსპერიმენტების დაგეგმვა და შედეგების შეფასება;
· კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება.
სასურველი მოთხოვნები
ქვემოთ ჩამოთვლილი ცოდნა და გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება, თუმცა განაცხადის წინაპირობა არ არის.
· უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით;
· AI/ML გადაწყვეტილებების შექმნის პრაქტიკული გამოცდილება;
· SQL-თან, API-ებთან, MCP-ებთან, Git-სა და Docker-თან მუშაობის გამოცდილება;
· LLM, STT და TTS მოდელების კონკრეტულ მონაცემებზე გადაწვრთნისა და სასწავლო მონაცემების მომზადების გამოცდილება;
· ღია მოდელების გაშვებისა და ადაპტაციის გამოცდილება; PyTorch-ისა და Hugging Face-ის ეკოსისტემის ცოდნა;
· ჩატბოტების შექმნისა და ინტეგრაციის გამოცდილება; RAG-ის, embeddings-ისა და ვექტორული ძიების ცოდნა;
· მოდელების შეფასების, ტესტირების, სამუშაო გარემოში დანერგვისა და მონიტორინგის გამოცდილება;
· კონფიდენციალური მონაცემების უსაფრთხოდ დამუშავების პრინციპების ცოდნა;
· GCP პლატფორმასთან, განსაკუთრებით Vertex AI-სთან მუშაობის გამოცდილება;
· ქართულენოვანი ტექსტური ან ხმოვანი მოდელების ადაპტაციის გამოცდილება;
· ინგლისურენოვან ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
· ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის ინიციატივა, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა და გუნდური კომუნიკაცია.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24 ნოემბერი, 2026 წელი

