First seen by Alion on Nov 4, 2026.
სს „კრედო ბანკი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილებაში
ხანგრძლივობა: 6 თვე,
თუ გაინტერესებს ინფორმაციული უსაფრთხოება, რისკების მართვა და კიბერუსაფრთხოების სტანდარტები, გსურს მიიღო პრაქტიკული გამოცდილება საბანკო სექტორში და ჩაერთო რეალურ სამუშაო პროცესებში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
რისკების მართვა: ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებაში მონაწილეობა, მათ შორის ახალი პროექტების, ცვლილებებისა და მესამე მხარეების მიმართულებით;
შესაბამისობა და სტანდარტები: მარეგულირებელ მოთხოვნებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხოების დოკუმენტაციის შემუშავების მხარდაჭერა;
უსაფრთხოების კონტროლები: კონტროლების შეფასებაში მონაწილეობა, შეუსაბამობების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მონიტორინგი;
ინციდენტების მონიტორინგი: ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების აღრიცხვა, სტატუსებისა და მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
ანგარიშგება და ანალიტიკა: რისკების რეესტრების წარმოება, სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშების მომზადება.
წვდომების მართვა: წვდომის მოთხოვნების ანალიზი, უსაფრთხოების რისკების შეფასება და უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება;
სტუდენტი ან კურსდამთავრებული ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინფორმაციული უსაფრთხოების ან დაკავშირებული მიმართულებით;
ინგლისურ ენის ცოდნა, პროფესიული დოკუმენტაციის გასაცნობად;
სასურველია, საბაზისო ცოდნა ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ (ISO 27001, NIST CSF და სხვა);
ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და სისტემატიზაციის უნარი;
ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა;
ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დროის მართვის უნარი;
სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 18 ნოემბერი, 2026 წელი

