First seen by Alion on Oct 7, 2026.
პოზიცია:
სისტემის ანალიტიკოსი
დეპარტამენტი:
სისტემის ანალიზის დეპარტამენტი
ექვემდებარება:
ჯგუფის უფროსს
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს
პოზიციის მიზანი
სისტემური ანალიტიკოსი პასუხისმგებელია კომპლექსური სისტემების შექმნასა და არსებული სისტემებში ცვლილებების განხორციელებაზე, ასევე მაღალი მდგრადობის შენარჩუნებასა და ოპტიმიზაციაზე.
სპეციფიური პასუხისმგებლობები
- ბიზნეს ამოცანის შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილების შემუშავება;
- პროგრამული გადაწყვეტილებების არსებულ სისტემებზე გავლენის ანალიზი;
- არსებული პროცესების/სისტემების მუდმივი ანალიზი წარმადობის/მაღალი მდგრადობის და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით;
- სისტემის დანერგვის/განახლების პროცესის მართვა, გეგმის შედგენა.
- გადაწყვეტილებების დოკუმენტირება ტექნიკური სპეციფიკაციის სახით;
- სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადება;
- დეველოპმენტის ანალიტიკური მხარდაჭერა;
- ტექნიკური ხარვეზების ინციდენტები აღმოფხვრა, მეორე დონის მხარდაჭერა.
- პროგრამული გადაწყვეტილების ტესტირების მხარდაჭერა და შედეგების ანალიზში მონაწილეობა;
- ბიზნეს ანალიტიკოსების მხარდაჭერა და ცოდნის გაზიარება ტექნიკური მიმართულებით;
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ან სისტემის ანალიტიკოსისი/ გადაწყვეტილებების არქიტექტორის 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია დეველოპერად მუშაობის გამოცდილება;
- ბიზნეს პროცესების, მონაცემების მიმოცვლისა და სისტემის არქიტექტურის მოდელირების პრინციპების, ხელსაწყოების ცოდნა და გამოცდილება მაგ:(Visio, Drow.io, Miro,UML, ERD, BPMN, Flowchart)
- მონაცემთა ბაზებთან და ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
- ეჯაილ გუნდში მუშაობის გამოცდილება და SDLC მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ადმინისტრაციული და ანალიტიკური უნარები;
- სიახლის, ინოვაციების მარტივად მიღების უნარი;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული, შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი

