Confirmed on the employer's own hiring board on Oct 14, 2026. First seen by Alion on Oct 6, 2026.
სს „ჯორჯიან ქარდი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაოს მიმოხილვა:
პირველადი საბუთების დამუშავება, საბუღალტრო და საბანკო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში ასახვა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, დეკლარაციების, სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და თანამშრომელთა ხელფასების აღრიცხვა, ასევე ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება კომპანიის ფინანსური საქმიანობის გამართულობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ძირითადი ფუნქციები:
პირველადი საბუთების დამუშავება, საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში ასახვა;
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/ინვოისების მომზადება და გადაგზავნა;
სასაქონლო-მატერიალური მარაგების, ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
თანამშრომელთა ხელფასისა და სარგებლის აღრიცხვა;
საბანკო ოპერაციების წარმოება და ასახვა;
ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების, სტატისტიკური კითხვარების მომზადება და წარდგენა;
ფინანსური ანგარიშგების, ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
სხვა დავალებების შესრულება მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
სამუშაო გამოცდილება: ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება;
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა;
Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
დეტალებზე ორიენტირებული და დისციპლინირებული;
ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული;
პროგრამა Exact-ის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
სამუშაო პირობები:
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV და დააჭიროთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 20 ოქტომბერი, 2026 წელი.

