First seen by Alion on Oct 23, 2026.
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას Middle .Net დეველოპერის პოზიციაზე
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის #7
სამუშაო ფორმატი: on-site
ჩვენ გთავაზობთ:
პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სტრუქტურული ერთეულების პროგრამული უზრუნველყოფა;
- არსებული პროგრამების განახლება და განვითარება;
- აქტიური მონაწილეობის მიღება, როგორც პროექტების და მოდულების დაგეგმარებაში, ასევე კოდის განხილვის პროცესში;
- დეველოპმენტ სტანდარტების გამოყენებით კოდის წერა;
- ახალი ვებ ტექნოლოგიების გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება შესაბამისი მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება .Net დეველოპერის პოზიციაზე;
- Deep understanding of .Net Core concepts
- Deep understanding of OOP principles
- Deep understanding S.O.L.I.D Principles
- MS SQL
- design principles/patterns
- Microservice Architecture
- RabbitMQ
- Code versioning tools (GIT at least)
- REST
- Data structures and algorithms
აუცილებელი უნარები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესული სიტუაციების მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/(CV)
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

