624,530open jobs
30,918companies
85,628added this week
Browse all
Location
In office (Tbilisi)
Employment
Freelance
Overview
Company
Impact
Profile match

ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.

დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.

2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდაTether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

პოზიციის შესახებ

დღეს ჩვენ ციფრული პროფესიონალების მომავალ თაობას ვზრდით: მარკეტერებს, დიზაინერებს, პროგრამისტებს და კრეატორებს, რომლებიც არა მხოლოდ დასაქმებაზე არიან ორიენტირებულნი, არამედ სურთ იყვნენ საუკეთესოები საკუთარ საქმეში.

ADI- ში გაყიდვები არ არის მხოლოდ სკრიპტების კითხვა - ეს არის ნამდვილი საუბრები, ღირებულების გადმოცემა და ადამიანური კავშირი.

ვეძებთ Sales Development Representative-ს (SDR), რომელიც დაეხმარება მეტ ადამიანებს აღმოაჩინონ, რას შეიძლება გაუხსნას ADI მათ ცხოვრებაში.

თქვენ იქნებით პირველი კონტაქტი იმ ადამიანებისთვის, ვინც არის ამბიციური, ცნობისმოყვარე ან უბრალოდ ცვლილების მაძიებელი , თქვენი ამოცანაა დაეხმაროთ მათ დაინახონ შესაძლებლობები.

თუ მუშაობდით ქოლ-ცენტრში, გაყიდვების გუნდში ან სწრაფი ტემპის გარემოში და მოგწონთ კომუნიკაცია ადამიანებთან ,აქ თავს კომფორტულად იგრძნობთ.

ჩვენ ვქმნით გაყიდვების კულტურას, რომელიც არის ამბიციური, მაგრამ ადამიანური; დისციპლინირებული, მაგრამ მხარდამჭერი.

მთავარი ვალდებულებები

  • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია სხვადასხვა არხით (ტელეფონი, მესიჯი, მეილი) დროული, მეგობრული და პროფესიონალური პასუხები ყველა შეტყობინებაზე;

  • ლიდების ეფექტური დამუშავება და CRM-ში ზუსტი მონაცემების რეგისტრაცია;

  • დაინტერესებული მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება აკადემიის კურსებისა და სერვისების შესახებ;

  • კლიენტის საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი შეთავაზებების გაკეთება (აპსელინგი, ქროსსელინგი, სპეციალური პაკეტები);

  • გარიგებების დახურვა და გაყიდვების რაოდენობრივი მიზნების შესრულება;

  • აქტიური მონაწილეობა გუნდურ გაყიდვებში და საერთო მიზნების მიღწევაში;

  • არსებული სტუდენტების პორტფოლიოს მართვა - დამატებითი კურსების შეთავაზება და ინტერესის შენარჩუნება;

  • მარკეტინგისა და პროდუქტის გუნდთან თანამშრომლობა კურსების სიახლეების, ტენდენციებისა და სტრატეგიების გასაზიარებლად;

  • მაღალი კლიენტური კმაყოფილების უზრუნველყოფა და გაყიდვების პაიპლაინის ეფექტური მართვა;

  • გაყიდვების მენეჯერის დავალებების დროული შესრულება;

  • ახალი და არსებული კლიენტებისგან გადახდების დროული უზრუნველყოფა.

Requirements

კვალიფიკაცია

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში ან მსგავსი ტიპის პოზიციაზე;

  • ძლიერი კომუნიკაციის უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე;

  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

  • შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და გარიგებების დახურვის უნარი;

  • მრავალ ამოცანასთან ერთდროულად მუშაობის ორგანიზებულობა;

  • ობიექციების მართვისა და მოქნილად ადაპტაციის უნარი;

  • გუნდთან თანამშრომლობის სურვილი და პოზიტიური დამოკიდებულება.

რას გთავაზობთ

  • მეგობრული სამუშაო გარემო (მართლა ასეა!);

  • დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა მხარდაჭერილ გუნდში;

  • პირველ 3 თვეში ოფისიდან მუშაობა, შემდგომში - ჰიბრიდული ფორმატი;

  • ულიმიტო წვდომა ADI-ის ყველა კურსზე (და ფასდაკლება ოჯახის წევრებისთვის);

  • მიმზიდველი Referral პროგრამა.

Free account
Stop reading job ads. Get the ones that fit.
One free account turns this page into a shortlist built around your stack, your level and your pay.
Match on every job. Stack, seniority, pay and location, scored against your profile.
624,530 open roles. Read straight off company career pages, refreshed every day.
Unlimited applications. Every one you send is tracked in one place, on-site or on a company board.
3 tailored CVs a month. Rewritten for the exact job you are applying to. Included free.
Create a free account Continue with Google
Free forever. No card. Under a minute.

Recommended for you based on this role

Similar stack
Same company
Tbilisi
$31k – $89k per year (Estimated) • Remote • Freelance • Prague
AI/ML
Claude
ChatGPT
ElevenLabs
Midjourney
Marketing
Meta Ads
HubSpot
TikTok Ads
YouTube
LinkedIn
Instagram
Apply
$82k – $197k per year (Estimated) • In office • Freelance • Tbilisi
Management
Jira
Agile
Scrum
Apply
In office • Freelance • Tbilisi
Apply
In office • Freelance • Tbilisi
Marketing
Google Ads
Apply
In office • Freelance • Tbilisi
Apply
up to $120k per year (gross) • Remote • Full-Time • Tbilisi
Apply
$59k – $135k per year (Estimated) • Remote • Full-Time • 2+ years exp • Tbilisi
Apply
Remote • Full-Time • 3+ years exp • Tbilisi
SQL
C#
C#
ASP.NET Core
Blazor
xUnit
Moq
Databases
MS SQL
AI/ML
Claude Code
DevOps
GCP
Azure DevOps
GitHub Actions
Azure
CI/CD
AWS
Apply
Remote • Part-Time • Tbilisi
DevOps
Git
Game Dev
Cocos Creator
Design
Figma
Management
Miro
Confluence
Jira
Dropbox
Apply
$32k – $96k per year (Estimated) • In office • Full-Time • Tbilisi
SQL
DevOps
Git
Apply
See all jobs
This is one of many
624,530 more open roles from verified company boards, updated every day.