First seen by Alion on Sep 30, 2026.
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდში BI & AI დეველოპერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- მონაცემთა წყაროებიდან ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და მონაცემთა საწყობის (Data Warehouse) მოდელირება;
- BI პლატფორმების (Unistream, Power BI, Tableau ან ანალოგიური) გამოყენება რეპორტებისა და ვიზუალიზაციების შესაქმნელად;
- KPI dashboard და ავტომატური რეპორტინგის სისტემების შექმნა;
- მონაცემთა ხარისხის კონტროლი და რეგულარული გაუმჯობესება;
- ბიზნეს გუნდებთან თანამშრომლობა მოთხოვნების შესაგროვებლად და რეპორტების შესაბამისი დიზაინის უზრუნველსაყოფად;
- მონაცემთა გაწმენდა, ტრანსფორმაცია და დამუშავება მოდელებისთვის;
- მუშაობა NLP, Computer Vision ან სხვა AI მიმართულებებზე — საჭიროებისამებრ;
- დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება, რომელიც აზუსტებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ცალკეულ გარემოებებს და რომლებიც არ ცვლის შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებს;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიტიკის, მათემატიკის ან მომიჯნავე სფეროში;
- შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- BI ინსტრუმენტებთან (Power BI, Tableau, Unistream) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- მონაცემთა ბაზებთან, SQL-თან და Data Warehouse-ის მოდელირების პრინციპებთან მუშაობის ცოდნა;
- მონაცემთა გაწმენდის, ტრანსფორმაციისა და ETL პროცესების მართვის გამოცდილება;
- AI/ML მიმართულებების (NLP, Computer Vision) საბაზისო ცოდნა ან პრაქტიკული ინტერესი;
- ანალიტიკური და სისტემური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ბიზნეს გუნდებთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოთხოვნების ანალიზის უნარი.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

